LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარბის საოცნებო სახლი მალიბუზე დღეში 60$-ად ქირავდება (ფოტოები)

3701
BeFunky-collage (11) (1)

გიოცნებიათ ბარბის სახლში ცხოვრებაზე? თუ მალიბუზე გაემგზავრებით, ეს ოცნება შეგიძლიათ უკვე რეალობად აქციოთ. ბარბის სახლი აბსოლუტურად განსაცვიფრებელია. ყველაზე ვარდისფერი სახლი-სასტუმრო წყნარი ოკეანის სანაპიროს გადაჰყურებს, საიდანაც ოკეანის პანორამული ხედები იშლება.

ბარბის სახლში ცხოვრება უკვე შესაძლებელია და იქ ერთი დღე-ღამის გატარება 60 დოლარი დაგიჯდებათ.

სახლის გლამურული დეკორი თქვენს ბავშვობაში დაგაბრუნებთ. ის ზუსტად იმეორებს საბავშვო ბარბის სახლის დიზაინს.

თქვენ შეგიძლიათ აივნიდან ჩამოსასრიალებლის საშუალებით პირდაპირ აუზშიც აღმოჩნდეთ.

სახლში არის ყველა პირობა იმისთვის, რათა თავი ნამდვილ ბარბად იგრძნოთ. ტერასა სიმშვიდისთვისა და მედიტაცისთვის. იქვეა კინოთეატრიც და მინი სტადიონი.

თქვენ აქვე შეგიძლიათ მიიართვათ შეფ-მზარეულის მიერ მომზადებული კერძები.

და რადგან ბარბი არის ყველაზე გლამურული გოგონა, ცნობილი სახეების სტილისტი ჯენ ეტკინი იზრუნებს სტუმრების გარეგნობაზე. დიახ, ის არის ის, ვინც მუშაობს კიმთან, ქლოე და კორტნი კარდაშიანებთან.

ეს ყველაფერი Barbie-ის ბრენდის 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად შექმნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები