ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი, ნეკა დოროყაშვილი აცხადებს, რომ ქორწინებაში ყოფნის დროს ნიკოლოზ ბასილაშვილი სისტემატურად ძალადობდა მასზე და ამის დამადასტურებელი ვიდეომასალაც აქვს. უფრო მეტი დეტალის გასაჯაროებას ის ხვალ დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გეგმავს.
“ვგეგმავ პრესკონფერენციას” – ბასილაშვილის ყოფილი ცოლის პირველი კომენტარი
ნეკა დოროყაშვილი ყოფილი ქმრისთვის გირაოს შეფარდებით უკმაყოფილოა. გარდა ამისა, მისივე თქმით, ყოფილი მამამთილი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით გარკვეული საგნითაც გამოეკიდა.
“მამა გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს რაღაც იარაღით, მგონი ნაჯახით” – ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე
ცნობისთვის, პროკურატურა ბასილაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. საქმის პროკურორის განცხადებით, ჩოგბურთელს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე დაუწესდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა
ამასთან, საგამოძიებო უწყება ადასტურებს, რომ შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას და მას აქვს აკრძალული მიუახლოვდეს ბასილაშვილის ყოფილ მეუღლეს.
“არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. მტკიცებულებები არ არსებობს” – ადვოკატი ბასილაშვილზე