LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმი უკვე მეორედ ევროპის სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა

637
Batumi-Georgia-2018-Finnsaway-27

ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო შეინარჩუნა და უკვე მეორედ ევროპის სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

„სასიხარულოა, რომ მიუხედავად პანდემიისა, ჩვენმა ქალაქმა ისევ შეძლო ტურიზმის პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება. გილოცავთ ყველას! აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს World Travel Awards-ის ჯილდო მტირალას ეროვნულმა პარკმაც მიიღო. ვულოცავთ ეროვნულ პარკს ამ წარმატებას!“, – აცხადებენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები