LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის სამედიცინო ცენტრში დედამ ახალშობილი მიატოვა

348
ახალშობილი

ბათუმის სამედიცინო ცენტრში დედამ ახალშობილი მიატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ „ფორტუნას“კლინიკაში დაუდასტურეს.

როგორც „ბი ემ სი“-ში გვითხრეს, 18 წლის გოგომ, ამავე კლინიკაში 2 დღის წინ იმშობიარა, რის შემდეგაც ახალგაზრდა ქალმა ჩვილი საავადმყოფოში დატოვა.

ბათუმში, ძველი მეჩეთის ტერიტორიაზე, მიტოვებული ჩვილი იპოვეს

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 127-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ადამიანის სიცოცხლის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.

„ჩვენთან 2 დღის წინ იმშობიარა, გაეწერა ისე, რომ ახალშობილზე უარი განაცხადა. ჩვილს გადასაყვანად ამზადებენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და თავს კარგად გრძნობს.

პროცესში ჩართულნი არიან შესაბამისი სამსახურები, სოციალური მუშაკი ადგილზე უკვე იყო მოსული, სხვა დეტალებზე ჩვენ წვდომა არ გვაქვს.“ – განუცხადეს „ფორტუნას“ ბათუმის სამედიცინო ცენტრში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები