LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმსა და ქობულეთში სწავლა გადაიდო

284
185097-original

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმსა და ქობულეთში სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები სწავლას პირველი ორი კვირის განმავლობაში დისტანციურად დაიწყებენ. ამის შესახებ პრემეირ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ორი კვირით, 1 ოქტომბრამდე ქობულეთსა და ბათუმში სასწავლო პროცესი გადაიდება. სწავლა იქნება დისტანციურად პირველი ორი კვირის განმავლობაში, რაც ნიშნავს რომ ბათუმსა და ქობულეთში ბავშვები სკოლებში და სტუდენტები აუდიტორიებში სწავლას ოქტომბრიდან განაგრძობენ, მანამდე სწავლა დაიწყება დისტანციურად“, – განაცხადა გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g