LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბჟანია: სანამ ჩვენ და რუსეთი მოკავშირეები ვართ, არაფერი გვემუქრება

91
ასლან ბჟანია

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, საქართველო უარს არ ამბობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, მაგრამ სანამ აფხაზეთი და რუსეთი მოკავშირეები არიან, არაფერი ემუქრებათ.

როგორც აფხაზური სააგენტო „აფსნიპრესი“ იუწყება, 4 აგვისტოს, „ქალაქ სოხუმის აქტივთან“ შეხვედრისას ბჟანიას შეკითხვა დაუსვეს „აფხაზეთის სამხედრო უსაფრთხოების“ შესახებაც. დე ფაქტო პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მიერ უწყვეტი კავშირით რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან გარანტირებულია.“

„სანამ ჩვენ მოკავშირეები ვართ, სანამ ერთად ვართ, არაფერი გვემუქრება. აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა და უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილება ნიშნავს მუდმივად შეიარაღებულ რამდენიმე ათასს ადამიას.

ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, სურათი სავალალო იქნებოდა. არა იმიტომ, რომ ვინმესი გვეშინია. არ გვეშინია, რადგან მართალი ვართ, მაგრამ მსოფლიოში ბევრი რამ იცვლება და რევანშისტული განწყობები არსად წასულა.“– განაცხადა ასლან ბჟანიამ.

მისივე თქმით, საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი აფხაზეთის მთლიან „სახელმწიფო ბიუჯეტზე“ მეტია და საქართველო არ ამბობს უარს იმის აღდგენაზე, რასაც საკუთარ „ტერიტორიულ მთლიანობად მიიჩნევს.“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g