გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობა ამჟამად არ განიხილავს უკრაინისათვის გამანადგურებლების მიწოდების საკითხს.

„ეს არ არის ჩვენი დებატების საგანი“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჰელსინკში ვიზიტის დროს.

ნატოს ბრიუსელის შტაბბინაში დღეს და ხვალ თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრას ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს.

შეხვედრაზე დასავლელი მოკავშირეები უკრაინისათვის იარაღის შემდგომ მიწოდებას განიხილავენ.

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები