LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ ერთად” – თაკო ჩარკვიანმა საკუთარი გუნდი წარადგინა

1136
collage

ძალიან ბევრი უსამართლობა ხდება და მინდა, ეს უსამართლობა აღმოიფხვრას, ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ ერთად– ამის შესახებ მსახიობმა ნატა გულიაშვილმა განაცხადა. ის  თაკო ჩარკვიანის პოლიტიკური გაერთიანების „კანონი და სამართალი“ დამფუძნებელ ყრილობას დაესწრო.

„ბევრი მიზეზია, რის გამოც პოლიტიკაში მოსვლა გადავწყვიტე. ძალიან ბევრი უსამართლობა ხდება და მინდა, ეს უსამართლობა აღმოიფხვრას. უსამართლობას ვებრძვი და ეს არის მიზეზი. მე რა კუთხით ვიმუშავებ, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ“, – განაცხადა ნატა გულიაშვილმა.

ყრილობას ესწრებოდნენ გაერთიანებული ოპოზიციის წევრები. დამსწრე აუდიტორიისთვის სიტყვით მიმართვისას პარტიის დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ ისინი სწორედ გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად იმუშავებენ, მოვიდნენ ხელისუფლებაში კოალიციური მთავრობით.

კანონი და სამართალი – ამ სახელწოდებით დააფუძნა დღეს თაკო ჩარკვიანმა პარტია და ყრილობაზე წარადგინა გუნდის წევრებიც, მათ შორის არიან: ირაკლი ღლონტი, მიხეილ რამიშვილი, ქეთი ენუქიძე, გიორგი ცობეხია, თამარ პატარაია და მარი საველიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები