LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბიძინა არა თუ ორ კურდღელს ვერ დაიჭერს, მას ორი აგურის დაჭერა მოუწევს“ – აქცია „მიშას სიცოცხლისთვის“ ჯანდაცვის სამინისტროსთან

68
BeFunky-collage (10)

ჯანდაცვის სამინისტროსთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აქციას მართავენ

ისინი მოითხოვენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ნობელის პრემიის ლაურეატი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ჯეიმს კობსი შეუშვან.

რატომ არ მიეცა სააკაშვილის საქმეში ჩასართავად საქართველოში საკუთარი ხარჯებით ჩამოსულ უცხოელ ექიმს ლიცენზია – მინისტრი განმარტავს

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტებს ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა, თუ სააკაშვილთან ჯეიმს კობსს არ შეუშვებენ, ადეკვატური რეაგირება ექნებათ.

„ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ორი კურდღელი დაიჭიროს. არ შეუშვას ექსპერტი მიხეილ სააკაშვილთან. ამით საკუთარი აგრესიული ელექტორატი გაამხნეოს და სიამოვნება მოჰგვაროს, მეორე მხრივ სამწუხაროდ, მიჩქმალოს მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ვითარება სხვაგვარია, არა თუ ორ კურდღელს ვერ დაიჭერს, მას ორი აგურის დაჭერა მოუწევს აუცილებლად, მსგავსი ნაბიჯის გადადგმით, ამ ორი აგურის თავში ჩარტყმას მოუწევს, ვინაიდან შენ, როდესაც ადამიანურ, ჰუმანიტარულ ზღვარს გადადიხარ და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ექსპერტს, ნობელიანტს, რომელმაც იმგზავრა, რომ პაციენტი მოენახულებინა და ჯანდაცვის მინისტრი შენ დავალებას ასრულებს, არ უშვებს, რათა ის დასკვნა არ დადოს, რასაც ბიძინა ივანიშვილი ვერ უარყოფს, მის ობიექტურობაში ეჭვს ვერ შეიტანს, გადაწყვიტა მარტივი გამოსავალი ნახოს და არ შეუშვას.

მათ მოუწევთ სააკაშვილთან ექსპერტის დაშვება, სხვა შემთხვევაში ადეკვატური იქნება ჩვენი რეაგირება ამ უმსგავსობაზე. ეს ადეკვატური რეაგირება რა შეიძლება გახდეს, ამას დავინახავთ“,- აღნიშნავს მელია.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, ამერიკელი ექსპერტი ჯეიმს კობისთვის შესაბამისი ნებართვის გაცემის შემდეგ, სააკაშვილის მიმართ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების პროცედურა ამოიწურება.

როგორც ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ყველა უცხოელი სამედიცინო ექსპერტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის პასუხები 4-5 დღეში გახდება ცნობილი.

magti 5g