LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bidzina Ivanishvili & Media ,,ფეისბუქზე” აღარ იძებნება

434
bidzina-ivanishvili

ფეისბუქზე Bidzina ivanishvili & media აღარ იძებნება. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” მკვლევარი, შოთა ნარსია ფეისბუქზე წერს, გვერდი 20 დეკემბერს, სხვა ქართულ ცრუ ანგარიშებთან ერთად გაუქმდა.

 

Facebook-ის მიერ “ქართულ ოცნებასთან” ასოცირებული გვერდების წაშლას ინტერნეტხუმრობები მოჰყვა, ნახეთ სახალისო რეაქციები (ფოტოები)

“ფეისბუკმა ასევე წაშალა 2011 წლიდან მოქმედი გვერდი – “Bidzina Ivanishvili & Media”. მოცემულ გვერდს გაუქმებამდე 19 ადმინი მართავდა. ამ გვერდის გაუქმება ნიშნავს, რომ იგი კოორდინირებულ არაავთენტურ ქმედებაში იყო ჩართული და იმავე პირების მიერ(აც) იმართებოდა, რომლებიც ფეისბუკზე ანონიმურად მოქმედ გვერდებს უწევდნენ ადმინისტრირებას”- წერს ნარსია.

შეგახსენებთ, 20 დეკემბერს, ფეისბუქმა საქართველოში საკუთარი ძირითადი პლატფორმიდან ფეისბუქის 39 ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და ინსტაგრამის 22 ანგარიში წაშალა.

Facebook-მა საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული 400-ზე მეტი გვერდი გააუქმა

გვერდები ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა.

სოციალური ქსელი აცხადებს, რომ უკვე წაშლილი გვერდები მმართველ პარტია ქართულ ოცნებასთან იყო დაკავშირებული, თუმცა ისინი თავს სხვა პარტიებად, მედია საშუალებებად, რეალურ ადამიანებად და აქტივისტთა ჯგუფებად ასაღებდნენ.

პოპულალურები