LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა კულუმბეგოვი: ბევრი მსჯელობა არაა მგონი საჭირო, რაიმე კანონი, ინიციატივა, ქმედება გვაშორებს ქვეყნის მთავარ, ისტორიულ მიზანს

169
Capture

ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების თაობაზე მომზადებულ პროექტებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ბევრი მსჯელობა არაა მგონი საჭირო, რაიმე კანონი, ინიციატივა, ქმედება გვაშორებს ქვეყნის მთავარ, ისტორიულ მიზანს ე.ი. მავნებლობაა, ღალატია და არაკონსტიტუციურია. მესმის მსგავსი კანონი არსებობს ამერიკაში და რუსეთშიო. პირველი იცავს ამერიკას 1938 წლიდან ნაცისტური, საბჭოთა და ტერორისტული საფრთხეებისგან. მეორე კანონი “იცავს” რუსეთს ამერიკის და ევროკავშირისგან. ჩვენთან კანონი “დაიცავს” ქვეყანას, ასევე, ამერიკისგან და ევროკავშირისგან მომავალი საფრთხეებისგან. ლოგიკა მარტივია – კანონი მაშასადამე რუსულია”, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი ფეისბუქ გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები