LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბიზნესს არ ვურჩევდი ხელისუფლებასთან ულტიმატუმის ენით საუბარს” – ნათია თურნავა

149
NATIA

ეკონომიკის მინისტრი კმაყოფილია რესტორნების გადაწყვეტილებით, რომლებმაც დღეს ობიექტები თვითნებურად არ გახსნეს. ბიზნესმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ხელისუფლებამ 15 თებერვალს ღია კაფეების გახსნა დააანონსა. ამის მიუხედავად, დღეს რუსთაველზე აქცია მაინც გაიმართა და გასართობი ცენტრები ნაწილი თვითნებურად გაიხსნა. ნათია თურნავამ ბიზნესსექტორს მიმართა და თქვა, რომ ხელისუფლებასთან ულტიმატუმის ენით  საუბარს არ ურჩევს.

“ზოგადად ბიზნესს არ ვურჩევდი ხელისუფლებასთან ულტიმატუმის ენით საუბარს. ის, რომ ჩვენ ახლა თანდათან შემსუბუქებას ვაკეთებთ, ეს, რა თქმა უნდა, არ არის რაიმე სახით ჩვენზე ზეწოლის შედეგი, არამედ ეს ჩვენი გეგმაზომიერი ნაბიჯებია, რაზეც წინასწარ განვაცხადეთ. ჯერ კიდევ 25 იანვარს შედგა მთელი ეკონომიკური გუნდის შეხვედრა სარესტორნო ინდუსტრიასთან, სადაც ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ კიდევ ორი კვირის განმავლობაში დავაკვირდებით ვითარებას და შემდეგ გადავდგამთ მომდევნო ნაბიჯს. სწორედ ასეც მოვიქეცით. ორი კვირის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი ქვემოთ წამოვიდა, ამიტომ შევძელით და 15 თებერვლიდან დავაანონსეთ ჯერ რესტორნების ღია სივრცეებია გახსნა, რაც არის ზოგადი პრაქტიკა მთელ მსოფლიოში”, – ამბობს თურნავა.

ეკონომიკის მინისტრი ამბობს იმასაც, რომ ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული რესტორნების შიდა სივრცეებს გახსნა. მისივე თქმით, სარესტორნო ბიზნესს თანამშრომლების ტესტირებაში შესაძლებელია სახელმწიფო დაეხმაროს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები