LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოლო 10 წლის განმავლობაში ნინო ნადირაძე არ ფიქსირდება კლინიკა „ვივამედში“ არანაირ თანამშრომლად, მით უმეტეს დირექტორად” – შალვა ხაჭაპურიძე

2306
khachapuridze-da-nadiradze_w_h

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლო სხდომაზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა, რომ ნინო ნადირაძის კავშირი შპს „ვივამედთან“ წერილობითი სახის მტკიცებულებები არ დასტურდება.

„აღსანიშნავია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია სასამართლო, სამედიცინო და ფსიქიატრიული კომისიური ექსპერტიზიც დასკვნასთან პირდაპირ ან ირიბთან დაპირისპირებული რაიმე დოკუმენტი, გარდა სეებ-ის 24.01.2023 წლის და მოქალაქე ნინო ნადირაძის ჩვენებისა, რომლის რაიმე კავშირი შპს „ვივამედთან“ არ დასტურდება რაიმე წერილობითი სახის მტკიცებულებები.

დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ საჯარო რეესტრის ამონაწერი, ბოლო 10 წლის განმავლობაში ნინო ნადირაძე არ ფიქსირდება კლინიკა „ვივამედში“ არანაირ თანამშრომლად, მით უმეტეს დირექტორად. ხოლო სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, ამგვარი სახელისა და გვარის პირი რეგისტრირებული არ არის აღნიშნული კომპანიის დირექტორად“, – აღნიშნა ხაჭაპურიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g