15 მარტიდან დღემდე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში 7 832 ადამიანი აიცრა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დღეს განახლებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, კოვიდვაქცინა 1 055 პირმა მიიღო. 

14 აპრილამდე კი, საქართველოში კორონავისრუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 14 224 აცრაა დაჯავშნილი.

ქვეყანაში მოსახლეობის აცრა “ასტრაზენაკას” ვაქცინით 15 მარტს დაიწყო.

თავდაპირველად ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები იცრებოდნენ, 25 მარტიდან კი ვაქცინაციის პროგრამა 65 წელს ზემოთ მყოფი პირებისთვის გაფართოვდა.

შემოტანილია მეორე ვაქცინის, “ფაიზერის” დოზებიც. ქვეყანაში მოსახლეობის აცრა “ფაიზერით” 30 მარტს 

დაიწყო.

ამასთან, იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ფართოვდება ვაქცინაციის პროგრამაში ჩართული მიზნობრივი ჯგუფების ჩამონათვალიც – 5 აპრილიდან პროცესში 55 წლის ასაკის ზემოთ მყოფი მოქალაქეები, ასევე დიალიზზე მყოფი პაციენტები და ორგანოგადანერგილი ადამიანები ჩაერთვებიან.

კორონავირუსთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები საქართველოში დღეს ასე გამოიყურება:

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსით 282 7260 ადამიანი დაინფიცირდა, ვირუსისგან სრულად განიკურნა 273 604 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით სულ გარდაცვილია 3 785 ადამიანი.

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები