LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომსა და ახალციხეში ურბანული განახლების სამუშაოები მიმდინარეობს

47
257926330-6675932505780601-962963783280484602-n

პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქვეყნის ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტებისა განხორციელება აქტიურ ფაზაშია.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფომაციით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პროექტები დაწყებულია ბორჯომის, ადიგენის, ახალციხის, ახალქალაქისა, წალკის, ასპინძის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში.

პროგრამის ფარგლებში, ურბანული განახლების სამუშაოები მიმდინარეობს ადიგენში თამარ მეფის ქუჩაზე,  ახალციხეში ნათენაძის ქუჩაზე და მიმდებარე სკვერისა და გიორგი ბრწყინვალის მოედანზე, ახალქალაქში თავისუფლების ქუჩასა და  ცენტრალურ მოედანზე, ნინოწმინდაში ჰაიოს-ქართლოსის სკვერსა და თავისუფლების ქუჩაზე მდებარე პარკში და ასპინძის მუნიციპალიტეტში სამკუთხა სკვერის და ომის მემორიალის რეაბილიტაცია.

შეგახსენებთ, „განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა, რომელიც  საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. ახალი პროექტების შედეგად, განახლებული ურბანული მდებარეობები ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას..

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები