LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოროტებამ ბოროტება დაამარცხა – ტოდ ფილიპსის „ჯოკერი“ რეკორდების დამყარებას განაგრძობს

666
joker-news12121

აშშ-ში „ჯოკერი“ კვლავ ყველაზე მაღალშემოსავლიანია იმ ფილმებს შორის, რომლებიც ქვეყნის კინოთეატრებში გადის. „ჯოკერმა“ გასულ უიქ-ენდზეც არ დაუთმო პირველობა დისნეის „მალეფისენტის“ სექველს, რომელშიც მთავარ როლს ანჯელინა ჯოლი ასრულებს.

გასული კვირა „ჯოკერმა“ 18.9 მლნ დოლარით, ხოლო „მალეფისენტმა“ 18.5 მლნ დოლარით დაასრულა.

ჩრდილოეთ ამერიკის კინოთეატრებში „ჯოკერმა“ საერთო ჯამში 277 მლნ. დოლარი დააგროვა, „მალეფისენტი 2“-მა კი მხოლოდ 65 მლნ დოლარი.

აღსანიშნავია ისიც, რომ „ჯოკერი“ ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი R რეიტინგის მქონე ფილმია, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით უკვე 849 მილიონი დოლარი მოაგროვა და ფილმი ჯერ კიდევ კინოგაქირავებაში იმყოფება.

მესამე საპატიო ადგილს გასული უიქენდის ჩრდილოამერიკული კინოგაქირავების ლიდერებს შორის MGM’s-ის ანიმაციური კომედია, „ადამსების ოჯახი“ იკავებს, რომელმაც გასულ უქმეებზე აშშ-ის კინოთეატრებში 11.7 მლნ. დოლარი მოაგროვა.

ამერიკულ კინოთეატრებში გასულ უქმეებზე ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმების ათეულში ასევე მოხვდნენ:

4. „ზომბილენდი 2 / Zombieland 2: Double Tap “ – 11.6 მლნ $

5. „უკუთვლა / Countdown” – 9 მლნ. $

6. „ შავი და ლურჯი / Black and Blue “ – 8.3 მლნ . $

7. „ ტყუპები / Gemini men” – 4 მლნ. $

8. „შუქურა / The Lighthouse“ – 3 მლნ. $

9. „მიმდინარე ომი. სრული ვერსია / The Current War: Director’s Cut“ – 2.7 მლნ. $

10. „საშინელი / Abominable “ – 2 მლნ. $

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g