LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრალდება ვერ დადასტურდა – ფულის გათეთრება არ ყოფილა!” – მამუკა ხაზარაძე

156
mamukaxazaradze.png

„ბრალდება ვერ დადასტურდა – ფულის გათეთრება არ ყოფილა! – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. ის ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„რუსების დაკვეთითა და ბიძინას პროკურატურის მიერ შეთითხნილი ფულის გათეთრების საქმე დასრულდა.

რას მიაღწიეს? – გააჩერეს ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები და საერთაშორისო ბანკები, ქვეყანას წაართვეს ინვესტიცია, ჩაშალეს საუკუნის პროექტის, ანაკლიის მშენებლობა, ქვეყნის განვითარება ათეული წლით უკან დახიეს და რუსების დავალება პირნათლად შეასრულეს.

რატომ არის საქართველო ასეთ მდგომარეობაში? – იმიტომ, რომ კრემლის მოკავშირე, გაყიდული მთავრობა გვყავს, რომელსაც ეროვნული ინტერესი არაფრად მიაჩნია.

დაგვაზიანეს? – ვერ დაგვაზიანეს, უფრო გავმაგრდით, უფრო ნათლად დავინახეთ, ვისთან გვაქვს საქმე. ქვეყნის გამარჯვება ამათი მმართველობიდან გაშვებაზე გადის! ბრძოლა გრძელდება! სამართალი ურმით, მაგრამ მაინც დადის. მთავარია, არ გაჩერდე, არც გავჩერდებით!“ – წერს მამუკა ხაზარაძე.

ცნობისთვის, ე.წ. ფულის გათეთრების საქმე, რომელზეც მსჯავრდებულები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი იყვნენ, უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g