LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბრალდებულს ძმის მკვლელობა განზრახული არ ჰქონია”

512
miSo

19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი ხვალ, 12:30 საათზე ჩაინიშნა. როგორც მისი ადვოკატი  თამარ გაჩეჩილაძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

მისი თქმით, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

ადვოკატი აცხადებს, რომ ძმებს სერიოზული კონფლიქტი არასდროს ჰქონიათ. რაც შეეხება მომხდარ შემთხვევას, ადვოკატის თქმით, ბრალდებულს ძმის მკვლელობის განზრახვა არ ჰქონდა.

„ეს იყო შემთხვევითობა, არანარი განზრახვა ძმის მკვლელობის არ ჰქონია“,- ამბობს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული გიორგი ახლოური ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g