საარჩევნო ადმინისტრაციის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, წყლის ჭავლის მეორედ გამოყენების შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ხალხს დაშლისკენ და დღევანდელი აქციისთვის მომზადებისაკენ მოუწოდეს. ოპოზიიცის აქცია რუსთაველის გამზირზე 18:00 საათზე განახლდება.
“ეს არის კლასიკური მაგალითი, უზურპატორი როგორ იქცევა. ყველამ დავინახეთ, რომ ხელისუფლება არის მხოლოდ და მხოლოდ ძალადობის.
ძალადობის გარდა, ის ვეღარაფერს აკეთებს და ვეღარც გააკეთებს, რადგან არის მოძალადე. ეს ბრძოლა არ შენელდება და რუსთაველის გამზირზე 18:00 საათზე ვიკრიბებით ერი“- განაცხადა ნიკა მელიამ.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ვითარება გუშინ რამდენჯერმე დაიძაბა.
ცესკოსთან გაურკვეველი ნივთიერება გაუშვეს
სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო
ცესკო-ს შენობასთან სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს
სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაშლის მიზნით წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენეს, შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები. დაზიანებები მათ, ძირითადად, თვალის არეში მიიღეს.