LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიჯიტ მაკრონი სასამართლოში უჩივლებს მედიას, რომელმაც განაცხადა, რომ ის ტრანსგენდერია

369
bridgetmacron

ცნობილი ხდება, რომ საფრანგეთის პირველი ლედი, ბრიჯიტ მაკრონი სასამართლოსთვის სარჩელს ამზადებს. პირველი ლედი ტელეკომპანია BFM.TV-ს უჩივის, რომელმაც პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მაკრონი ტრანსგენდერია. ინფორმაციას მალევე მოჰყვა სხვა ახალი ამბებიც. მედიაში საუბრობენ, რომ ბრიჯიტი მამაკაცია, მან სქესი შეიცვალა და მისი ნამდვილის სახელი ჟან-მიშელ ტრონიეა.

პირველი ლედი ,,პირველ ჯენტლმენს” შეხვდა – ბრიჯიტ მაკრონმა კამალა ჰარისის ქმარს უმასპინძლა

მაკრონის ადვოკატმა დაადასტურა, რომ პირველი ლედი კონსპირაციულ თეორიის გამო სასამართლოში ჩივილს გეგმავს.

საინფორმაციო საიტი Numerama ამჯერად გამოძიებას აწარმოებს იმის დასადგენად, საიდან გაჩნდა ეს ინფორმაცია.

შეგახსენებთ, რომ ბრიჯიტ მაკრონი უკვე 14 წელია დაქორწინებულია ემანუელ მაკრონზე. ის მეუღლეზე 24 წლით უმცროსია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები