LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთში ძალიან მალე მფრინავი ტაქსი გამოჩნდება

178
flytax521

ბრიტანული კომპანია Urban Ports აეროტაქსის პროექტს 2021 წლის ბოლოდან დაიწყებს.

მფრინავი ტაქსებისა და სატვირთო დრონების სატესტო ფრენები სულ რამდენიმე თვეში, ინგლისში, კოვენტრის ტერიტორიაზე დაიწყება.

კომპანია Urban-Air Port–ის დამაარსებლის რიკი სანდჰუს განცხადებით, პროექტმა სახელმწიფო ფონდიდან 1,2 მილიონი ფუნტის დაფინანსება მიიღო. გეგმის მიხედვით, შეიქმნება უზარმაზარი ჰაბი, რომელიც ქალაქის მასშტაბით განხორციელებულ ფრენებს მიიღებს. კოვენტრის ჰაბი არამხოლოდ ევროპაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით პირველი მსგავსი პროექტი იქნება.

Bloomberg–ის ინფორმაციით, აერო ტაქსების სერვისი მთელ მსოფლიოში ამოქმედდება, თუმცა დასაწყისისთვის მფრინავი ავტომობილები მხოლოდ ნაკლებად დასახლებულ რაიონებში იმოძრავებენ.

დიდი ბრიტანეთი გეგმავს, რომ მეტი უსაფრთხოებისთვის ყველა მფრინავი ავტომობილი ერთი ცენტრიდან გააკონტროლოს.

„ახალი ტექნოლოგია გააერთიანებს ყველას, ვინც კი ცას იყენებს, იქნება ეს ავიატაქსი, უპილოტო საფრენი აპარატი თუ ვერტმფრენი და მათ საშუალებას მისცემს, რომ საჰაერო სივრცე მაქსიმალურად უსაფრთხოდ გაინაწილონ“ – დააზუსტა რიკი სანდჰუმ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები