LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ექიმები მთავრობას ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდებენ

41
ბრიტანეთი

BBC-ის ინფორმაციით, ბრიტანელი ექიმები და მეცნიერები მთავრობას მოუწოდებენ, კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო, ისევ სავალდებულო გახადოს ხალხმრავალ ადგილებში დამცავი ნიღბების გამოყენება, რომელიც ივლისიდან აღარ მოქმედებს და ე.წ. კოვიდ-პასპორტები შემოიღოს. 

ბოლო ერთი კვირაა დიდ ბრიტანეთში ყოველდღიურად ავადდება 40 ათასზე მეტი ადამიანი, გასულ 24 საათში კი, 50 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა აღირიცხა.

ერთი კვირის განმავლობაში გარდაცვალების ყოველდღიური, საშუალო რიცხვი 130 იყო, 19 ოქტომბერს კი 223-ს მიაღწია. წინა კვირასთან შედარებით, 10%-ითაა გაზრდილი ჰოპიტალიზაციის მაჩვენებელი.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კლინიკებში აცრილებზე სამჯერ უფრო მეტად ხვდებიან არავაქცინირებული მოქალაქეები. დიდ ბრიტანეთში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 67%-ზე მეტი.

პანდემიის განმავლობაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით, დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა აშშ-ის, ინდოეთის და ბრაზილიის შემდეგ და პირველზე ევროპის ქვეყნებს შორის. ბრიტანეთში უკვე დაავადდა 8.5 მილიონზე მეტი ადამიანი და 139 ათასზე მეტი გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები