LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანული სეზონი თანამედროვე ბრიტანული მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე ნოვატორ კომპოზიტორს უმასპინძლებს

4698
thumbnail

დიდი ბრიტანეთი/საქართველო 2019 სეზონის ფარგლებში, 27 ნოემბერს ანა მერედიტი საკუთარ ნაწარმოებს სახელწოდებით Varmints თავის ბენდთან და თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად შეასრულებს. ეს ელექტრონული ალბომი საქართველოში ერთადერთხელ – 27 ნოემბერს შესრულდება.

ბრიტანულ მუსიკაში ერთ-ერთ ყველაზე ნოვატორულ ხმად” წოდებული ანა მერედიტი არის სხვადასხვა ჟანრში მოღვაწე კომპოზიტორი და პროდიუსერი, რომლის ნამუშევრები თანამედროვე კლასიკას, არტპოპს, ელექტრონულ მუსიკას და ექსპერიმენტულ როკს აერთიანებს. კლასიკური მუსიკის სამყაროში წარმატებული კარიერის შემდეგ, ანა მერედიტმა გამოუშვა თავისი პირველი სადებიუტო ალბომი, Varmints, რომელმაც კრიტიკოსების 4 და 5-ვარსკვლავიანი  შეფასება დაიმსახურა. ალბომმა მოიპოვა Scottish Album of the Year Award და Loud & Quiet’s წლის ალბომად დასახელდა.

ანა მერედიტი ცნობილი კომპოზიტორია, რომელიც თანამშრომლბს BBC Scottish Symphony Orchestra-თან, არის ავტორი საუნდტრეკებისა ისეთი მოდის სახლებისთვის, როგორიცაა PRADA, Fendi, Chloe & Christopher Kane, სიმფონია ჩვილი ბავშვებისთვის,  შექმნილი აქვს ნაწარმოებები MRI საკნერისთვის, ჰონგ კონგის პარკის სკამებისთვის და მრავალი სხვა. მისი ბოლოდროინდელი პროექტები მოიცავს ინსტალაციებს ლიფტებისთვის მანჩესტერის საერთაშორისო ფესტივალზე, ნაწარმოებს ლოს-ანჯელესის ფილარმონიისთვის, რომელიც უოლტ დისნეის საკონცერტო დარბაზში შესრულდა და ა.შ. 2019 წელს მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის  ანა მერედიტმა მიიღო MBE – ბრიტანეთის იმპერიის ერთ-ერთი უმაღლესი ორდენი.

ანას ბენდმა, რომელიც ვირტუოზი მუსიკოსებისგან შედგება, ბოლო 3 წლის განმავლობაში ანშლაგებით მოიარა მსოფლიო და წარდგა ისეთ სცენებზე, როგორიცაა ICA, ლა სკალა, Oval Space და Queen Elizabeth Hall ლონდონში.  ასევე მონაწილეობდა გლასტონბერის, ლეთითუდის, Transmusicales, SXSW ფესტივალებში.

ახლად დაარსებული თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი აერთიანებს 15-დან 28 წლამდე ახალგაზრდა მუსიკოსებს. ორკესტრისთვის, რომელიც ძირითადად კლასიკურ რეპერტუარზე მუშაობს, ეს ელექტრონულ მუსიკასთან შეხების პირველი გამოცდილებაა. თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი მიზნად ისახავს წარმატებული გუნდის შექმნას, რომელიც ორიენტირებულია ევროპული მაღალი სტანდარტის დანერგვაზე და შენარჩუნებაზე, რაც მომავალში მყარ საკადრო ბაზას შექმნის საქართველოს პროფესიული ორკესტრებისთვის.

თბილისურ პროგრამას უდირიჟორებს საიმონ დობსონი.

არანჟირება – ჯეკ როსი, სემ უილსონი, ტომ კელი & ანა მერედიტი

ანა მერედიტი – ელექტრონიკა, კლავიში, კლარნეტი, პერკუსია, ვოკალი

ჯეკ როსი – გიტარა, ვოკალი

სამ უილსონი – დასარტყამები, ვოკალი

ტომ კელი – ტუბა, ვოკალი

მედი ქათერი – ჩელო, ვოკალი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g