ბრიუსელში დღეს ნატო-ს სამიტი გაიმართება, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოც იქნება.
„ბრიუსელის სამიტზე მიღებულ იქნება დასკვნითი დოკუმენტი – კომუნიკე. ქართულ მხარეს მოლოდინი აქვს, რომ კომუნიკეში ადეკვატურად იქნება ასახული საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, დაფიქსირდება ნატო-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ყურადღება გამახვილდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გარემოზე“,- აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
ბრიუსელის სამიტის პარალელურად, დღეს საქართველოს პრემიერმინისტრი მონაწილეობას მიიღებს ბრიუსელის ფორუმში და ისაუბრებს ჰიბრიდულ საფრთხესა და საქართველოს გამოცდილებაზე, მასთან გამკლავების კუთხით.