LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუნება ჩვენს წინააღმდეგ წავიდა, ხანძარმა როგორ უნდა აჯობოს ადამიანს?! – დეკანოზი შალვა კეკელია ავსტრალიის ხანძარზე (ვოდეო)

384
pjimage

“ადამიანმა გააბოროტა ბუნება და დაიპირისპირა ის, ეს ყველაფერი ცოდვების შედეგია. ადამიანმა ღმერთი დაივიწყა, ქრისტეს წინააღმდეგ წავიდა” – ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ საკვირაო ქადაგების დროს განაცხადა.

ვაკის მაცხოვრის ფერიცვალობის სახელობის მოძღვარი მიიჩნევს, რომ სტიქიური უბედურებები ადამიანების ბრალია, რადგან მათ ღმერთი მიატოვეს და ქრისტეს დაუპირისპირდნენ.

“დააკვირდით ბოლო მოვლენებს დედამიწის ირგვლივ მსოფლიოში, როგორი რაღაცები ხდება მთელს დედამიწაზე. როგორ წავიდა ბუნება ჩვენს წინააღმდეგ. დღევანდელ დღეს, როდესაც არის 21-ე საუკუნე, ტექნოლოგიების საუკუნე, ხანძარმა როგორ უნდა აჯობოს დღეს ადამიანს? შეიძლება სადღაც მიყრუებულ ქვეყანაში კი, მაგრამ, როდესაც ასეთ ტექნოლოგიურ ქვეყნებში როგორიცაა აშშ, ავსტრალია და ა.შ. როგორ ვერ უნდა მოერიო ხანძრებს, ეს ხომ წარმოუდგენელია? ადამიანმა გააბოროტა ბუნება და ის დაიპირისპირა. თქვენს ცხოვრებას დააკვირდით, როგორც კი ადამიანი ღმერთს განეშორება, როგორ გიტრიალდებათ ყველაფერი. ყველაფერი დაძაბულია, როგორც კი ღმერთთან ბრუნდებით, თქვენს ირგვლივ ყველაფერი კარგისკენ ბრუნდება” – ამბობს დეკანოზი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები