LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბუსტერი” არ იქნება ყველასთვის განკუთვნილი – შემოდგომიდან საფრანგეთი მესამე დოზით ვაქცინაციას იწყებს

122
Untitled design (3)

ისრაელის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მსგავსად, საფრანგეთი გეგმავს მოქალაქეებს კოვიდვაქცინის მესამე დოზა შესთავაზოს.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ე.წ. “ბუსტერის” მიღება შემოდგომიდან იგეგმება, თუმცა ვაქცინის მესამე დოზა არ იქნება განკუთვნილი ყველა კატეგორიისთვის და მას მხოლოდ ხანდაზმულებსა და დაუცველ პირებს შესთავაზებენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება კოვიდ-19-ის ძლიერ გადამდები ვარიანტის, “დელტა” შტამის გავრცელებას უკავშირდება, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება და ჯანდაცვის სექტორი ამ ეტაპზე თავს იკავებს, მესამე დოზის მიღების შესაძლებლობა მთელს მოსახლეობაზე გაავრცელოს. 

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში იმუნიზაციის პროცესი საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს და სრულად აცრილია ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი, საზოგადოებას ახლა აინტერესებს, შეძლებენ თუ არა ისინი ვაქცინის მესამე დოზით აცრას.

ჯერ კიდევ 12 ივლისს, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონიმ განაცხადა, რომ სექტემბრიდან, ახალი სასწავლო წლის დასაწყისში, ის მოქალაქეები შეძლებდნენ დამატებითი ვაქცინის, ვინც პირველი დოზა იანვარსა და თებერვალში გაიკეთა, მაშინ პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, იქნებოდა ეს საფრანგეთის მთელი, თუ დაუცველი ( ხანდაზმული, დაავადებების მქონე) მოსახლეობა.

“შემოდგომიდან ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებას ხანდაზმული და სუსტი, დაუცველი ადამიანები შეძლებენ. ეს ეხება როგორც 80 წელს ზემოთ მყოფ პირებს, ასევე მოხუცთა თავშესაფრებში მყოფებსა და სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს.” – განმარტა ორშაბათს საფრანგეთის ვაქცინაციის საბჭოს თავმჯდომარემ ალენ ფიშერმა.

 

ხანდაზმულებისა და დაუცველი მოქალაქეების მესამე დოზით ვაქცინაცია გამართლებულია

 

მეცნიერები ამბობენ, რომ “ბუსტერ-დოზით” მიზანმიმართული აცრა სწორი მიდგომაა და ამ მოსაზრებას მეცნიერული მტკიცებულებებით ამყარებენ. ყოველ შემთხვევაში, ამ დროისთვის არსებული მტკიცებულებით, რომლის მიხედვითაც – “ფაიზერის” მესამე დოზა “დელტა” შტამისგან დაცვას 100-ჯერ ზრდის.

აღნიშნულის შესახებ კვლევის შედეგები “ფაიზერის” მწარმოებელმა კომპანიამ ცოტა ხნის წინ წარადგინა და განაცხადა, რომ ვაქცინის მესამე დოზა “დელტა” შტამის გამანეიტრალებელ ტიტრებს მნიშვნელოვნად აძლიერებს და იმ ანტისხეულების დონე, რომლებმაც წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს “დელტა” შტამს, ხუთჯერ იზრდება 18-დან 55 წლამდე ასაკის ადამიანებში, ხოლო 11-ჯერ 65-დან 85 წლამდე ასაკის ადამიანებში.

 

ბევრი მეცნიერი ამტკიცებს, რომ მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი მოქალაქე აიცრას ორი დოზით, რათა მესამე, “ბუსტერ-დოზამდე” საზოგადოებრივ იმუნიტეტს მიაღწიონ. “მესამე, გამაძლიერებელი აცრა ნამდვილად არ არის პრიორიტეტი.” – ამბობს ფრანგი ეპიდემიოლოგი კატრინ ჰილი.

საფრანგეთის ვაქცინაციის საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ჯერ საჭიროა კვლევა, რამდენ ხანს ინარჩუნებს იმუნიტეტს ორჯერადად აცრილი ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობა და სწორედ ამის შემდეგ დაიწყებენ ფიქრს, დაუშვებენ თუ არა მათთვის მესამე დოზით ვაქცინაციას.

“მიუხედავად იმისა, რომ მძიმე დაავადებებისგან დაცვა მაღალი იყო მთელი 6 თვის განმავლობაში, დროთა განმავლობაში მოსალოდნელია სიმპტომური დაავადების წინააღმდეგ ეფექტიანობის დაქვეითება, თუნდაც “დელტა” შტამი, ის ბევრ სირთულეს ქმნის, მაგრამ ახლა არ არის დრო, რომ საფრანგეთის ხელისუფლებამ მთელს მოსახლეობას მისცეს მესამე დოზით აცრის შესაძლებლობა.” – ამბობს ფიშერი.

შეგახსენებთ, მესამე დოზით ვაქცინაციის ნებართვა უკვე გასცა რამდენიმე ქვეყნის მარეგულირებელმა ორგანომ – უნგრეთში 1 აგვისტოდან, გერმანიაში 1 სექტემბრიდან, დიდ ბრიტანეთში 6 სექტემბრიდან, ასევე ისრაელში, 60 წელს ზემოთ მყოფი ის ადამიანები, რომლებმაც ვაქცინის პირველი დოზა თებერვლამდე მიიღო შეძლებენ – კოვიდვაქცინის მესამე, “ბუსტერ-დოზა” გაიკეთონ.

რამდენიმე დღის წინ, გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანის განაცხადა, რომ მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთების შესაძლებლობა სექტემბერში ექნებათ. შპანმა თქვა, რომ ე.წ. “ბუსტერ” დოზით აცრის საშუალება პირველ ეტაპზე, ხანდაზმულებსა და მაღალი რისკის მატარებელ სხვა პირებს ექნებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g