LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცარიელი იტალია: უჩვეულო სანახაობა და ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს სჭირდება (ფოტოები)

25856
40cc735ed070c54abef126a5073463f3

მოგზაურობა ვისაც უყვარს და აპირებს, მთელ დედიმაწაზე ალბათ ადამიანს ვერ ნახავ, ვის გეგმებში იტალიაში ჩასვლა არ შედიოდეს. მხიარული, ხმაურიანი, ხალხმრავალი, სიცოცხლით სავსე ქვეყანა დღეს ლამის მსოფლიო რუქიდან გააქრონ. საკუთარი დაუდევრობით იტალიამ ყველაზე მეტად იზარალა კორონავირუსით და უახლოს პერიოდში პოზიტიური ნიშნები არც ჩანს. ქვეყანა, რომელიც მთელი მსოფლიოდან მილიონობით ადამიანს იზიდავდა, დღეს დაცარიელებული, პარალიზებული და მიტოვებულია.

ეს არის ქვეყანა, სადაც ჩასასვლელი და სანახავი თითო-ოროლა ადგილი კი არ არის, არამედ მთელი ქვეყანა სამოთხეა ტურისტებისთვის. ცალკე ქალაქები, ცალკე საკურორტო ზონები, ცალკე რეგიონები – ყველა და ყველაფერი ერთმანეთზე უკეთესი და გამაოგნებელია. როგორი უჩვეულო სანახავია უსიცოცხლო ვენეცია, რომი, მილანი, კაფე-რესტორნები, მაღაზიები, ტრანსპორტი… იმედი ვიქონიოთ იტალიაც და დანარჩენი სამყაროც მალე დაძლევს ამ ვერაგ გამოწვევას და იტალია ისევ დაუბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას – ლაღს, მოფუსფუსეს, სიცოცხლით აღსავსეს და მსოფლიო მოსახლეობასაც შეუფერხებლად ექნება საშუალება შეიმეცნონ მსოფლიო ისტორიისა და კულტურის ჯადოსნობები.

სამყარო იტალიის გარეშე სამყარო არ არის!

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g