ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა ტელემაუწყებელმა CBS-მა ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი მოამზადა. სიუჟეტი სახელწოდებით „Ancient Vines“ (უძველესი ვაზი) გადაცემაში „60 წუთი“ გავიდა.

22-წუთიან სიუჟეტში საქართველოს ღვინის წარმოების 8000-წლიან ისტორიასა და მის აწმყოზეა საუბარი.
გადაღებები ალავერდის ეპარქიაში, ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე, მექვევრე ზაზა კბილაშვილთან და მეღვინეობაში „ხოხბის ცრემლები“ მიმდინარეობდა. სიუჟეტში ქართულ სამზარეულოზე შეფმზარეული თეკუნა გაჩეჩილაძე საუბრობს.

