ცეკვა ქართულს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 19 სექტემბრით დათარიღებულ ბრძანებას ხელს სააგენტოს გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე აწერს. ბრძანება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე გუშინ, 7 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

“დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ობიექტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.

დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე  შესაბამისი ღონისძიებების ასახვა”. – წერია ბრძანებაში.

მსგავსი თემები