LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცერცვაძე: მხოლოდ “ფაიზერი” რომ უნდათ, ეს მაგონებს, მოქალაქეები გამოვიდნენ და თქვან, თითო ბოლო გამოშვება „მერსედესი“ გვინდაო

226
250571946

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს მიაჩნია, რომ ყველა ტიპის ვაქცინას გამოუჩნდება მსურველი. მისი თქმით, უცხოეთში პოპულარულია გამოთქმა, რომ ვაქცინებს შორის განსხვავება არ არის იმდენად დიდი და მნიშვნელოვანი, რამდენიც ამ განსხვავებული ვაქცინის მოლოდინში დაკარგული დრო.

შესაბამისად, ცერცვაძის თქმით, “ყველა თანხმდება იმაზე, რომ უნდა ავიცრათ ყველა იმ ვაქცინით, რომელიც დღეს გვაქვს”.

„ყველას გამოუჩნდება თავისი მსურველი. მე არ ვფიქრობ, რომ ჩინურ ვაქცინას შესაძლოა, ცოტა ნაკლები მსურველი ეყოლოს, ვიდრე „ფაიზერს“. ჩინური ვაქცინა უფრო უსაფრთხოა. ასეთი ინფორმაცია არსებობს. ის საკმარისად ეფექტურია, იცავს მძიმე და სასიკვდილო ფორმებიდან და საბოლოო ჯამში, როცა წლები გავა და ვაქცინები შეფასდება, ჯერ კიდევ არავინ იცის, როგორ დალაგდება მათი რეიტინგი, რომელი ვაქცინა იქნება უფრო ეფექტური. გაგებით უნდა მოვეკიდოთ, ძალიან გამაღიზიანებელია, როცა „ფეისბუქზე“ ადამიანები, რომლებსაც ხელი არ გაუნძრევიათ იმისთვის, რომ გამკლავებოდნენ ამ პანდემიას; ხელი არ შეუშველებიათ ჯანდაცვისთვის ან ქვეყნის საზოგადოებისთვის, რომ ეს ვაქცინები მიგვეღო, გამოდიან და უაპელაციოდ აცხადებენ, მე ავიცრი მხოლოდ „ფაიზერით“, სხვა ვაქცინა არ მინდაო.

“ფაიზერით” ავიცერი, ნიახური ხომ არ ვარ, მეორეჯერ მოვიდე: გიორგი ფხაკაძე

მე აუცილებლად „ფაიზერი“ მინდა – ეს მაგონებს, საქართველოს მოქალაქეები რომ გამოვიდნენ და თქვან, ყველას გვინდა თითო ავტომობილი და აუცილებლად „მერსედესის“ ბოლო გამოშვებაო. ეს ხომ არარეალურია, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის. ყველას უნდა „მერსედესის“ ბოლო გამოშვება, ყველას ურჩევნია, მაგრამ თვით გერმანიაშიც, სადაც „მერსედესის“ ქარხანაა და რომელიც უმდიდრესი სახელმწიფოა ევროპაში, ვერ აძლევს ყველა თავს უფლებას, „მერსედესის“ ბოლო მარკის მანქანით იაროს. ამიტომ რეალისტები უნდა ვიყოთ და გამოვიყენოთ ის ვაქცინა, რომელიც ხელმისაწვდომია და რომელიც ასევე საკმარისად უზრუნველყოფს ჩვენი სიცოცხლის დაცვას“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს თენგიზ ცერცვაძემ.

“ოი საკვირველებავ! დღეს გავიგე, რომ საქართველოში, ზოგიერთი ოჯახის ექიმი კატეგორიულად აფრთხილებდა ადამიანებს “ასტრაზენეკა” არ გაიკეთოთო და თავადაც “ფაიზერის ვაქცინას ელოდებიან” – ირმა კვიცარიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები