LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცესკოს თავმჯდომარე დამოუკიდებელი ადამიანი უნდა იყოს: ირაკლი ქადაგიშვილი

122
ირაკლი ქადაგიშვილი
ცესკოს თავმჯდომარე დამოუკიდებელი ადამიანი უნდა იყოს, პოლიტიკური და არასამთავრობო სექტორისგან დისტანცირებული – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ქადაგიშვილი ცესკოს ახალი თავმჯდომარის საკითხს.
მმართველ გუნდში, ოპოზიციის მსგავსად, მიჩნევენ რომ ახალი თავმჯდომარის მთავარი მახასიათებელი დამოუკიდებლობა უნდა იყოს.
“ვნახეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციემა არჩევნებში ლამის დესტრუქციული როლი შეასრულეს”
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაშვებული შეცდომა ერთგვარი კატალიზატორი გახდა, იმ გაყალბებული არჩევნების დამანგრეველი პოლიტიკისა, რაც ოპოზიციამ აირჩია

თამარ ჟვანიამ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობა გუშინ დატოვა.