LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭაღზე დაკიდებული პინკის გასოცარი შოუ საფრანგეთში (ფოტო/ვიდეო)

289
pinknews19

პინკის კონცერტი, რომელიც საფრანგეთის ქალაქ  ნანტერში გაიმართა, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება ტურნედან  Beautiful Trauma. კონცერტის მსვლელობისას პინკმა ნამდვილი შოუს მოწყობა შეძლო. ის ჯერ ჭაღიდან დაეშვა სცენაზე, შემდეგ კი სცენაზე მოწყობილ დეკორაციებს შორის ქორეოგრაფიის დღესასწაული მოაწყო. თავად 39 წლის არტისტი შავი ფერის, მბზინავ კომბინეზონში იყო გამოწყობილი და სცენაზე ბრწყინავდა.

პინკი მსოფლიო ტურნეს მოცეკვავეებისა და მუსიკოსების არმიასთან ერთად მართავს. მისი ყველა გამოსვლა შოუს ელემენტებითაა გამდიდრებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები