LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩაიხედოს კონსტიტუციაში“ – „ხალხის ძალის“ რჩევა პრეზიდენტს

208
BeFunky-collage - 2023-05-09T213531.444

პრეზიდენტი რომელსაც აქვს ზეპარტიული თნამდებობა ხშირ შემთხვევაში  პოლიტიკურ პროცესებში გადაიჭრება ხოლმე, იმ პროცესებში, რომელიც მას კონსტიტუციურად არ ეკუთვნის“ – ასე უპასუხა უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებას, რომლის თანახმადაც მმართველი პარტია პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვას ცდილობს.

საქმე ეხება მმართველი გუნდის ლიდერების ინიციატივას, რომლის თანახმადაც ცესკოს თავმჯდომარეობის და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი რადიო ფორტუნას ეთერში სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციაში ჩახედვას და საკუთარ ფუნქციებში კარგად გარკვევას ურჩევს.

პრეზიდენტი არ მართავს ქვეყანას, ეს არის ზეპარტიული თანამდებობა  და რა პრობლემა აქვს არ მესმის იმასთან დაკავშირებით, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს  აირჩევს საქართველოს პარლამენტი. რატო უნდა იყოს ამით პრეზიდენტი დაინტერესებული?– განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში „დღის თემა“.

უმრავლესობის წევრი არ გამორიცხავს რომ სალომე ზურაბიშვილმა ვეტო გამოიყენოს, თუმცა ამბობს, რომ ქვეყანას ექსპერიმენტების დრო არ აქვს.

ცესკოს თავმჯდომარეობის და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ცვლილებებისაარჩევნო კოდექსსადა რეგლამენტში შედის.

კანონპროექტის მიხედვით, იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი. თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ.

ამ მიმართულებით საარჩევნო კოდექსსადა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები ფრაქციაქართული ოცნებისდეპუტატებმა მოამზადეს. კანონის პროექტების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს. ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს კი პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს.

„ეს გვაშორებს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებისგან.. არ შეიძლება 1 ნაბიჯი გადადგა წინ და 2 ნაბიჯი უკან“ – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე

magti 5g