“ჩცდ”-ს მსახიობი ლაშა კუხიანიძე გარდაიცვალა

53643
BeFunky-collage (6)

ბათუმის თეატრის მსახიობი ლაშა კუხიანიძე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის მე-20 სართულიდან გადმოვარდა.

ლაშა კუხიანიძე “ჩემი ცოლის დაქალების” ერთ-ერთ სეზონში იღებდა მონაწილეობას. კონკრეტულად, გამომძიებლის როლს ასრულებდა.

მსახიობის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს “ჩემი ცოლის დაქალების” კასტინგის ხელმძღვანელი და სოციალურ ქსელში წერს:

“ლაშა კუხიანიძის პატარა ეპიზოდი ჩემი ცოლის დაქალებიდან. ძალიან კარგი, თბილი და ნიჭიერი ადამინი. გუნდი იზიარებს ლაშას ოჯახისა და მეგობრების მწუხარებას”.

https://www.facebook.com/eka.mjavanadze.545/videos/934703513664640

 

მსახიობის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი.

“ახალგაზრდა, ნიჭიერი მსახიობი ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში მონაწილობდა ბათუმის დრამატული თეატრის სპექტაკლებში, ახლაც მიმდინარეობდა ინტენსიური რეპეტიციები მისი მონაწილეობით, რომლის პრემიერა მალევე უნდა გამართულიყო.

გადაღებულია სატელევიზიო სერიალებსა და ფილმებში.

ბათუმის დრამატული თეატრი თითოეული წევრი გამოთქვამს ღრმა მწუხარებას და უსამძიმრებს ლაშა კუხიანიძის ოჯახს, კოლეგებსა და მეგობრებს. უფალმა ნათელში დაამკვიდროს მისი სული.

დაკრძალვა 16 აგვისტოს | მის. იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ტაძარი | ქ.ქუთაისი(ბალახვანი) | გამოსვენება 15სთ.”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები