LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეხეთი რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას 2023 წლის მარტის ბოლომდე წყვეტს

61
ჩეხეთი

ჩეხეთის ტერიტორიაზე შესვლისთვის საჭირო ვიზები, ისევე როგორც რესპუბლიკაში გრძელვადიანი ყოფნის ნებართვა, რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მოქალაქეებზე 2023 წლის მარტამდე არ გაიცემა, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გადაწყვეტილება ჩეხეთის მთავრობამ საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებით მიიღო.

„ამ წლის 24 თებერვლის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის ჩეხეთის რესპუბლიკაში შესასვლელად ვიზების გაცემის, ასევე რესპუბლიკაში გრძელვადიანი ყოფნის ნებართვის აკრძალვის შესახებ, ძალაში დარჩება 2023 წლის მარტის ბოლომდე,“- აცხადებენ ჩეხეთის საგარეო უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, გამონაკლისს წარმოადგენს ჰუმანიტარული შემთხვევები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები