LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეხეთიდან 18 რუსი დიპლომატის გაძევების შემდეგ, რუსეთი საპასუხო ზომების მიღებით იმუქრება

112
MOSCOW, RUSSIA - JULY 2, 2019: A Czech national flag by the Czech embassy in Moscow. Sergei Savostyanov/TASS

Россия. Москва. Флаг Чехии у здания посольства Чехии в России. Сергей Савостьянов/ТАСС

ჩეხეთიდან 18 რუსი დიპლომატის გაძევების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტს მკაცრი პროტესტი გამოუცხადა. ამის შესახებ “ინტერფაქსი” იუწყება.

რუსეთის დუმის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელმა ვლადიმირ ჯაბაროვმა განაცხადა, რომ საპასუხო ქმედებები აუცილებლად იქნება.

როგორც ევროპული მედია წერს, ჩეხეთის მხარე დარწმუნებულია, რომ გაძევებული დიპლომატები ქვეყანაში სადაზვერვო საქმიანობას ეწევიან და ისინი მონაწილეობდნენ 2014 წელს ჩეხეთში მომხდარ საბრძოლო მასალების საცავის აფეთქებაში, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აბსურდულად მიიჩნევენ ჩეხეთის გადაწყვეტილებას და აცხადებენ, რომ მოსკოვი პრაღას პროპორციულად უპასუხებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები