LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემი ცოლიც კინაღამ დაჭრეს, პირველმა მან გაიგო კივილი” – გოგი თოფაძე შვილიშვილის დაჭრის დეტალებს იხსენებს

236
BeFunky-collage (7)

გოგი თოფაძის შვილიშვილის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ოჯახის ადვოკატის განმარტებით, ელოდებიან ექსპერტიზის საბოლოო დასკვნებს. უფლებადამცველი საქმის გადაკვალიფიცირებას არ გამორიცხავს.

დაჭრილის ოჯახი, ადვოკატთან ერთად დღეს ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდებიან, სადაც დაიკითხებიან.

გოგი თოფაძე განმარტავს, რომ შემთხვევა მათ სახლში მოხდა და ინციდენტის დროს მისი მეუღლე დაჭრას შემთხვევით გადაურჩა.

“ოპერაცია ჩაუტარდა, გვეუბნებიან, რომ სტაბილურად არისო. ისიც გვითხრეს, რომ შესაძლებელია კიდევ დასჭირდეს ოპერაცია. ახლა აქედან პოლიციის განყოფილებაში მივდივართ, დაკითხვაზე. იმ ღამეს ფაქტი ჩვენს სახლში მოხდა. მე, ჩემი მეუღლე და ის 4 ბავშვი ვიყავით. ჩემი მეუღლეც კინაღამ დაჭრეს, პირველმა მან გაიგო წივილ-კივილი” – აცხადებს გოგი თოფაძე.

გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ბრალდებით ზურაბ ჟვანიას შვილი დააკავეს

ფაქტი 2 აგვისტოს მოხდა. გამოძიების ვერსიით, ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე ზურაბ ჟვანიას შვილმა გოგი თოფაძის შვილიშვილი ცივი იარაღით დაჭრა. თოფაძის შვილიშვილს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გამომძიებლებს დაჭრილი ლევან თოფაძე ჯერ არ დაუკითხავთ. საქმეში თოფაძეს ჯერ დაზარალებულის სტატუსიც არ აქვს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g