LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი ერთადერთი სურვილია წლების შემდეგ ამ ხალხმა თქვას, “ნანუკიე ჩვენი გოგოა”, ამის გარდა მართლა არაფერი მინდა: ნანუკა ჟორჟოლიანი

231
BeFunky-collage (1)

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატია და პოლიტიკური გაერთიანება “ძალა ერთობაშიას” სახელით იყრის კენჭს წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში, არჩევნებამდე 13 დღით ადრე, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას აჯამებს.

 

“წარმადგინეს 23 სექტემბერს.

წყალტუბოში გადმოვედი 26-ში.

28 ში დავიწყე კამპანია. სოფლებში კარდაკარ სიარული. ყველასთან, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, ვისაც ნდობა დაკარგული აქვს, ვინც ბევრჯერ მოატყუეს, ვისთანაც მხოლოდ არჩევნების წინ მიდიან.

უკვე ვიყავით 61 სოფელში. მეტშიც შეიძლებოდა ყოფნა, იმერული შეფატიჟებენი და სოფლის გზები რომ არ გვართმევდეს დროს, თუმცა წინ ორი კვირაა და ბევრთან მოვალთ კიდევ.

სინამდვილეში ძალიან მარტივია ამ ადამიანების წარმომადგენლად ყოფნა.

მთავარია რა გვინდა და რატომ ვიყრით კენჭს?!

ჩემი ერთადერთი სურვილია ამ ადამიანების ვიყო. თითოეული მათგანის ვინც ვნახე, ვისაც თვალებში ჩავხედე და ვუთხარი რომ მათი პრობლემების ყარაული ვიქნები, ვინც ვერ ვნახე და ვისაც ვნახავ.

ჩემი ერთადერთი სურვილია წლების შემდეგ ამ ხალხმა თქვას, “ნანუკიე ჩვენი გოგოა” .  შეიძლება ძალიან ცოტაა, მაგრამ ამის გარდა მართლა არაფერი მინდა.”- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

“ეს ის გოგოა, ვინც ომის პირველ ხაზზე იდგა და ტყვიების წვიმაში მიყავდა პირდაპირი ჩართვები” – რას წერს გვარამია ჟორჟოლიანზე

მაჟორიტარობის კანდიდატი სოციალური ქსელში ადგილობრივებთან შეხვედრის ვიდეოებსაც ავრცელებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები