LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი მიზანია, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაბრუნება ჩემი პრეზიდენტობისას მოხდეს – სალომე ზურაბიშვილი

130
salome zurabishvili

დღევანდელ დღეს, 11 წლის წინ, რუსეთმა საქართველოს ორი განუყოფელი ნაწილის – აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობის” აღიარებით დაარღვია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

მისივე თქმით, საქართველოს არცერთი ხელისუფლება, არც მოქმედი, არც მომავალი, სანამ არ აღდგება საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს დარღვეული მთლიანობა, არ და ვერ შევეგუებით ამას ისევე, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, ვინც არ მიიღო ეს ფაქტი, დაგმო და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ურყევი მხარდაჭერა გამოუცხადა.

“დღეს, რუსიფიკაციის პოლიტიკის გამო, აფხაზურ და ოსურ კულტურას, ენას, ზოგადად იდენტობას კიდევ უფრო მძიმე საფრთხე ემუქრება – გაქრობის წინაშეა. ჩვენი ერთობლივი ისტორია კი სწორედ იმის დასტურია, რომ ქართველთა გარეშე აფხაზთა და ოსთა ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენა ვერ მოხდება. ასევე, მძიმეა ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკური ვითარება. დღესაც, მიუხედავად ოკუპაციით შექმნილი პრობლემებისა, ჩვენი ხელისუფლება შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს, რომ გადაჭრას მათი ჰუმანიტარული, სამედიცინო, საგანმანათლებლო და ბიზნეს-ინტერესების პრობლემები. აფხაზებთან და ოსებთან ჩვენი საერთო ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში მძიმე პერიოდები ყოფილა, მაგრამ უფრო მეტია სიყვარული, მეგობრობა, ნათესაობა და ურთიერთპატივისცემა. მჯერა, რომ დადგება დრო, როდესაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ერთიან სახელმწიფო სივრცეში მშვიდობიანად დაბრუნდება. ჩემი უმთავრესი სურვილი და უდიდესი მიზანია, რომ ეს მოხდეს უახლოეს მომავალში, ჩემი პრეზიდენტობის ვადაში, რისთვისაც გამოვიყენებ ყველა გზას და საშუალებას. მე ვიქნები გარანტი იმისა, რომ იმ დროის აფხაზეთში და „სამხრეთ ოსეთში“ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრების, თავისუფალი არჩევანის და სიტყვის თავისუფლების უფლება, მსგავსად საქართველოს ყველა მოქალაქისა, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, როგორიც ეკადრება დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყნის – საქართველოს მოქალაქეს“, – წერს ზურაბიშვილი.

 

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში – საქართველო გმობს, მეგობარი ქვეყნები არ აღიარებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g