LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი სახელია სტეფანი ჯერმანოტა, სწორედ ამ სახელით მივიღებ არჩევნებში მონაწილოებას“ – ლედი გაგამ არჩევნებს სიმღერა მიუძღვნა

199
page

სულ ცოტა ხნის წინ, ლედი გაგამ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა. მან სიმღერა სპეციალურად საარჩევნო პროცესისთვის დაწერა და საზოგადოებას არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდა. აღსანიშნავია, რომ არტისტი პირველად წარსდგა თავის სრული სახელით, მან ბუნებრივი თმის ფერიც დაიბრუნა და კვლავ ქერა გახდა. ვარსკვლავი შეუდარებელ ფორმაში იყო. მას ვარდისფერი ზედა და შავი შარვალი ეცვა, „ლუქს“ კი გაგამ  სათვალე  და დიდი ზომის საყურე შეუხამა.

„მეგობრებო, თქვენ მე მიცნობთ, როგორც ლედი გაგა, თუმცა, ჩემი სახელი სტეფანი ჯერმანოტაა, შემდეგი 21 დღის განმავლობაში მე თქვენ სწორედ ამ სახელით დაგელაპარაკებით, ამავე სახელით მივიღებ 3 ნოემბერს არჩევნებში მონაწილოებას“, – აცხადებს არტისტი.

3 ნოემებერს, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდია. უკვე უამრავმა ვარსკვლავმა მოუწოდა საზოგადოებას, აუცილებლად წავიდნენ არჩევნებზე და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავების უმეტესობა დონალდ ტრამპისა და მისი პოლიტიკის წინააღმდეგია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები