LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი თხოვნაა, კოლონები იყოს მრავალრიცხოვანი და მძლავრი, რათა ვერ შეძლონ ჩემი შეჩერება: სააკაშვილი

172
მიხეილ სააკაშვილი

“3 ოქტომბერს დილიდან მთელი საქართველოდან დავიძრათ თბილისისკენ არჩევნების შედეგების დასაცავად. მეც შევუერთდები ერთ-ერთ ასეთ კოლონას.” – წერს სოციალურ ქსელში ორი ვიდეომიმართვის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილი საზოგადოებას სთხოვს, რომ კოლონები იყოს მრავალრიცხოვანი და მძლავრი, რათა ვერ შეძლონ მისი შეჩერება:

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ “ოცნებისთვის” ხმის მიცემა იქნება საქართველოსთვის სასიკვდილო განაჩენის ხელმოწერა. ამიტომ, 2 ოქტომბერს ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე საქართველოს გადასარჩენად. ხოლო 3 ოქტომბერს დილიდან მთელი საქართველოდან დავიძრათ თბილისისკენ არჩევნების შედეგების დასაცავად. მეც შევუერთდები ერთ-ერთ ასეთ კოლონას.

ამიტომ ჩემი თხოვნაა, კოლონები იყოს მრავალრიცხოვანი და მძლავრი, რათა ვერ შეძლონ ჩემი შეჩერება. თუ მანამდე მოახერხა უზურპატორმა მთავრობამ ჩემი დაკავება, ამან კიდევ მეტად უნდა გააძლიეროს ჩვენი ძალა. ორივე შემთხვევაში მე უკან არ ვიხევ და იმედია არც თქვენ.” – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნების შესახებ დღეს, დილით “ფეისბუქში” ჯერ დაწერა, შემდეგ კი ორი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომლებშიც ამბობს, რომ საზოგადოებას ბათუმიდან მიესალმება და რომ გარისკა სიცოცხლეც, თავისუფლებაც და ჩამოვიდა.

დაბრუნდა თუ არა სააკაშვილი საქართველოში – ინფორმაციას მისი პარტიის ნაწილი ადასტურებს

სააკაშვილი ვიდეოს ავრცელებს: აი ეს არის ჩემი ბათუმი, დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება

სააკაშვილი მორიგ ვიდეოს ავრცელებს: მოგესალმებით ჩემი ბათუმიდან, გავრისკე სიცოცხლეც, თავისუფლებაც და ჩამოვედი

მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს: შსს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g