LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემს 39 წლის მეგობარს, სამი მცირეწლოვანი შვილის დედას დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე..მცირედიც კი მნიშვნელოვანი იქნება სრული თანხის შესაგროვებლად” – არჩილ სოლოღაშვილი მიმართვას ავრცელებს

357
272209702_10209100992759914_7401567063713345222_n

ტელეწამყვანი და მსახიობი არჩილ სოლოღაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მეგობარს, რომელსაც ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა საზოგადოების დახმარება სჭირდება.

„ჩემო მეგობრებო, კარგი ადამიანებო, თხოვნით მინდა მოგმართოთ, ჩემს 39 წლის მეგობარს სამი მცირე წლოვანი შვილის დედას დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე, მე-4-ე სტადია თავისი ძლიერი ხასიათით და ოპტიმიზმით ამ პატარა გოგომ მოახერხა ის, რომ გამარჯვებისკენ მივდივართ. ერთადერთი რაც გვაფერხებს არის ის ძვირად ღირებული მედიკამენტი კეიტრუდა, რომლის ღირებულება შეადგენს 19200 ლარს და ეს გადასხმა კეთდება 21 დღეში ერთხელ, რომელიც ქიმიასთან ერთად აუცილებლად უნდა გაკეთდეს ერთი წლის განმავლობაში, რაც კოლოსალურ თანხაზე გადის, რის გამოც გვიწევს თხოვნა. ოჯახს კი ფაქტობრივად ყველა რესურსი ამოეწურა. ეს წამალი კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბევრი ადამიანის სიცოცხლეზე გვიზრუნია ერთად დგომით და იმედს ვიტოვებ, რომ ამ შემთხვევასაც არ გავუშვებთ გულგრილად. თქვენი იმედი მაქვს, მცირედიც კი მნიშვნელოვანი იქნება სრული თანხის შესაგროვებლად, მადლობა წინასწარ.

GE15TB7749145068100023 ნესტან ომიაძე. წინასწარ ყველას უდიდესი მადლობა“, – წერს არჩილ სოლოღაშვილი ფეისბუკში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები