LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემს რამდენიმე ნაცნობს ისიც კი ვუთხარი, საათში ერთხელ დამირეკეთ, თუ კავშირზე არ გამოვალ ეგრევე წამოდითქო, ორი დღის წინ, ინტერნეტთან წვდომა შეგვიწყვიტეს, ინტერნეტს ვერ ვუკავშირდებოდით 10 წუთის განმავლობაში – ნინი გოგაშვილი

4390
ნინიგოგაშილი

ორი დღის წინ, ინტერნეტთან წვდომა შეგვიწყვიტეს, დაახლოებით 10 ადამიანი ვიმყოფებოდით სახლში, ათივეს მობილურები გაგვეთიშა, ინტერნეტს ვერ ვუკავშირდებოდით – ამის შესახებ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, დაკავებული სოსოს გოგაშვილის შვილი ნინო გოგაშვილი აცხადებს და ამბობს, რომ ახლობლებს აფრთხილებს, თუ ვერ დაუკავშირდებიან, შესაბამისი ზომები მიიღონ.

“უსაფრთხოდ არ ვგრძნობთ ნამდვილად თავს, ამიტომ ვაკეთებთ ასე საჯაროდ განცხადებებს, რომ იმედი გვაქვს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია გაითვალისწინებს ამას, გვერდით დაგვიდგებიან, დაიცავენ ჩვენს უფლებებს. თუნდაც მორიგი ძალადობრივი ქმედება არ დაგეგმონ. იმდენად ვარ შეშინებული, იმდენად ვნერვიულობ ამ ბავშვებზე, რომ ჩემს რამდენიმე ნაცნობს ისიც კი ვუთხარი, საათში ერთხელ დამირეკეთ ხოლმეთქო, თუ კავშირზე არ გამოვალ მე ან რომელიმე ჩემი ოჯახის წევრი, გთხოვთ რომ ეგრევე წამოდითქო. იმიტომ, რომ ორი დღის წინ, ინტერნეტთან წვდომა შეგვიწყვიტეს, დაახლოებით 10 ადამიანი ვიმყოფებოდით სახლში, ათივეს მობილურები გაგვეთიშა, ინტერნეტს ვერ ვუკავშირდებოდით, ვაიფაიც და მობილური ინტერნეტიც გაგვეთიშა 10 წუთის განმავლობაში დაახლოებით. საბედნიეროდ იქვე, ჩემი ეზოს გარეთ იყო “ფორმულას” ჟურნალისტი და ვთხოვე შეემოწმებინა მის მობილურში ინტერნეტი თუ ჰქონდა და ჰქონდა ყველაფერი და არ ჰქონდა პრობლემა. ანუ ეს იყო გამიზნულად შეგვიწყვიტეს და უკვე შიშებში ვარ, შესაძლოა, გეგმავდნენ რაიმე ძალადობრივ ქმედებას და არ უნდათ მე ისევ სოციალურ ქსელში ჩართვა გავაკეთო და გავავრცელო ვიდეო, შეგვიზღუდონ ყველანაირი წვდომა ინტერნეტთან, უკვე თავს ვიზღვევ, რა შეიძლება მოხდეს ამ შემთხვევაში და ვატყობინებ ყველა ჩემს მეგობარს, ნაცნობს, გააკონტროლონ თუ ნამდვილად დამიკავშირდებიან და თუ ვერ დაგვიკავშირდებიან ეგრევე წამოვიდნენ და მიიღონ შესაბამისი ზომები,  ასეთ პირობებში ვცხოვრობთ”, – ამბობს ნინი გოგაშვილი “ტვ პირველის” ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g