„წელს აუცილებლად გამოვაჭენებ ჩემს ვიზუალურ ნაკლებს ოღონდ კი არ ვიწუწუნებ, არამედ პირიქით სიამაყით ვიქნები…ამყევით“,- ამის შესახებ ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს,რომ ადამიანებმა საკუთარი თავი უნდა უყვარდეთ, მოსწონდეთ და თავაწეულები უნდა დადიოდნენ, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გამოიყურებიან ვიზუალურად.
„მორჩა! დღეს მივხვდი რომ თქვენ კი არა ჩემს თავს წავუღე უკვე ტვინი თვით კრიტიკით. რაღაც დაცვის მექანიზმივით ჩამომიყალიბდა და ეს დიდი შეცდომაა. უნდა გვიყვარდეს საკუთარი თავი, მოგვწონდეს და მაღლა აწეული თავით უნდა ვიაროთ მუდამ. იცით ბავშვის მერე ბევრჯერ მიხსენებია წონა და მართლაც ბავშვობიდან ხან ისე ვარ ხან ასე, სულ ვაკონტროლებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ არ უნდა მოგწონდეს თავი. არ მოგწონს შეცვალე, ვერ ცვლი შეიყვარე შენი თავი. მე გადავწყვიტე რომ ყოველ დღე ვუთხრა ჩემ თავს რომ ყველაფერი შემიძლია! მინდა ხვალ დილას რომ გაიღვიძებთ, სარკეში ჩაიხედოთ და უთხრათ საკუთარ თავს რომ ხართ
ჭკვიანი
ლამაზი
მომხიბვლელი
იღბლიანი და ბედნიერი და ზუსტად ასეთი იქნებით.
ახალი მე და ახალი მიდგომა ცხოვრებისადმი, წელს აუცილებლად გამოვაჭენებ ჩემს ვიზუალურ ნაკლებს ოღონდ კი არ ვიწუწუნებ არამედ პირიქით სიამაყით ვიქნები… ამყევით“, – წერს ნუკი კოშკელიშვილი.