LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე: “მორიგ დრამას იწყებს, როცა უკრაინა ომშია… ხალხი ვერ გაჰყავს! ასეთ ხელოვნურ რეალობებს ქმნიან, რომ მითები აცოცხლონ”

620
BeFunky-collage (12)

“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას უვადო შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ “სააკაშვილი მორიგ დრამას იწყებს”.

„ნახოს ყველამ, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული“ – მიხეილ სააკაშვილი უვადო შიმშილობას აცხადებს

თქვენ ნახავთ, თუ საჭირო გახდა, როგორ თავაწეული კვდებიან ნამდვილი პრეზიდენტები: მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ის რაც ჩემ მიმართ ხდება, არის ჩვეულებრივ დაგეგმილი პროცესი ინვალიდიზაციის და მკვლელობის

“სააკაშვილი მორიგ დრამას იწყებს იმ დროს, როცა უკრაინა ომშია და მთელი მსოფლიოს ყურადღება, სამართლიანად, არის უკრაინაზე მიპყრობილი.

ამასობაში, ისევ იწყებენ საღი აზრისგან სრულიად დაცლილი დილემის კულტივირებას:

“ივანიშვილის მთავარი მოწინააღმდეგე ციხეშია, ხოლო გარეთ მყოფებს ლეგიტიმაციის პრობლემა აქვთ”.

ვიფიქრებდი, რომ ამის დამწერი ან ბრიყვია, ან ქართველებს გვთვლის ბრიყვებად, ან ორივე ერთად. მაგრამ მგონი უბრალოდ უსინდისოა.

სააკაშვილი არის ყველა ტელევიზიის დღის წესრიგის მთავარი თემა 9 წელია –

მნიშვნელოვანწილად, ხელოვნურად.

ეს აწყობს სააკაშვილს, რომელიც გამწარებული იბრძვის, რომ მისი ერთპიროვნული დომინაციის გარეშე არანაირი ცვლილება არ დაუშვას – ამაში ის ნამდვილად არის წარმატებული და აღარ უნდა იყოს.

ეს აწყობს ივანიშვილს, რომელიც ორუელიანურად, სააკაშვილს მიიჩნევს მისი გამარჯვების ბილეთად და როგორც უკვე 9 წელია ირკვევა, მისთვის ძალიან სწორად.

სააკაშვილი 5 თვეა ზის ციხეში და თავს მოვიკლავ ქუჩაში თუ არ გამოხვალთ, ციხის კარს მოგლეჯთ და გამიყვანთო – იძახის!

ამ 5 თვის განმავლობაში ვულგარულობამდე ხელოვნურად უჭირავს ყველა ოპო არხის საინფორმაციო დღის წესრიგი – იგონებენ რაღაც ნიუსებს, რომ თემად დაიჭირონ.

ხალხი ვერ გაჰყავს!

და თურმე სააკაშვილს კი არ აქვს დიდი პრობლემა, ეს ყველაგერი გარეთ მყოფი ოპოზიციის პრობლემა ყოფილა.

მე არ მჯერა, რომ ვინც ამ სისულელეს კულტივირებს, ვერ ხვდება რომ ეს სისულელეა და სააკაშვილსაც ზუსტად ისე აქვს ხალხის გალვანიზაციის პრობლემა, თუ მეტად არა, როგორც დანარჩენ ოპოზიციას – სხვას არავის აქვს ისეთი საინფორმაციო მხარდაჭერა (მეტწილად ხელოვნურად), როგორიც სააკაშვილს.

უბრალოდ, ასეთ ხელოვნურ რეალობებს ქმნიან, რომ პატრონებს ასიამოვნონ და მითები აცოცხლონ”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g