LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 „ჩერნობილის“ რუსული ვერსიის პირველი თრეილერი (ვიდეო)

844
chernobil-rus-news

HBO-ს პოპულარული სერიალი „ჩერნობილი“, რომელმაც აქამდე არსებული რეიტინგების რეკორდი მოხსნა, მიუღებელი აღმჩნდა რუსეთისთვის. ოფიციალური პირების მიერ გაკეთდა არაერთი კრიტიკული განცხადება, მათ ფილმის შემქმნელები ფაქტების დამახინჯებაში დაადანაშაულეს. მალევე ცნობილი გახდა, რომ რუსი კინემატოგრაფისტები სერიალის რუსულ ვერსიას გადაიღებდნენ.

უკვე დღეს რეჟისორმა ალექსეი მურადოვმა და სცენარისტმა  ვალენტინ სპირიდონოვმა სერიალის რუსული ვერსია შემოიგვთავაზეს. „ჩვენი პასუხი HBO-ს“-ამ სათაურით განთავდსა სერიალის თრეილერი ინტერნეტში.

ვიდეორგოლიდში 1986 წელს მომხდარი ტრაგედია სულ სხვა კუთხითაა გადმოცემული. სიუჟეტიდან ჩანს, რომ რუსეთი ცდილობს დაგვანახოს, როგორი დროული იყო საბჭოთა მთავრობის რეაქცია აფეთქებაზე, რამდენად დროული იყო იმდროინდელი ხელისუფლების რეაგირება მოსახლეობის ევაკუაციაზე და როგორ აქრობდნენ ხანძარს რეაქტორზე მხოლოდ მოხალისეები. სერიალში მთავრ როლებს რუსული კინოს ვარსკვლავები, იგორ პეტრენკო და ნადეჟდა მიხალკოვა ასრულებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები