LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში ერთ თვეში კორონავირუსთან დაკავშირებული გარდაცვალების 60 000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა

254
BeFunky-collage (3)

ჩინეთის ჯანდაცვის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყანაში ერთ თვეში, „ნულოვანი კოვიდის“ ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ კორონავირუსთან დაკავშირებული გარდაცვალების 60 000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.

სამედიცინო ადმინისტრაციის ბიუროს ხელმძღვანელმა ჯიაო იაჰუიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩინეთში, 8 დეკემბრიდან 12 იანვრამდე პერიოდში, კორონავირუსთან დაკავშირებული გარდაცვალების 59 938 შემთხვევა დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვალების აღნიშნული მაჩვენებელი მოიცავს ინფორმაციას მხოლოდ მათ შესახებ, ვინც საავადმყოფოებში დაიღუპნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად, დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა მეტი იყოს.

გარდაცვალების შემთხვევებიდან 5 504 სუნთქვის უკმარისობით იყო გამოწვეული, დანარჩენი კი – კორონავირუსთან შერწყმული სხვა თანმხლები დაავადებებით.

კორონავირუსით დაღუპულთა ოფიციალური სტატისტიკა, რომელსაც ჩინეთის ხელისუფლება ავრცელებს, მხოლოდ რესპირატორული უკმარისობით გამოწვეულ გარდაცვალების შემთხვევებს მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ ამ მიდგომას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აკრიტიკებს.

სამინისტრომ დააყენა შუამდგომლობა, რომ გაძლიერდეს კონტროლი ჩინეთიდან ჩამოსულ პირებზე – ცერცვაძე

კორონავირუსის გავრცელების გამო, ჩინეთში მოსახლეობა გააფრთხილეს თავი შეიკავონ ხანდაზმული ნათესავების მონახულებისგან

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები