ჩინეთში, უხანში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. ის 29 წლის ახალგაზრდაა. ინფორმაციას საავადმყოფოს ადმინისტრაცია ავრცელებს, სადაც ექიმი გასტროენტეროლოგიის დეპარტამენტში მუშაობდა.
ვირუსის სიმპტომებით ექიმი საავადმყოფოში 19 იანვარს შეიყვანეს, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი, უხანის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც ერთ-ერთი ჩინური გამოცემა იუწყება, ექიმი თავის პროფესიულ საქმიანობას მაქსიმალური ჩართულობით ახორციელებდა.
მან ქორწილიც კი გადადო, რათა დაინფიცირებულ პაციენტებს გვერდით დადგომოდა.
მისი თანამშომლები ამბობენ, რომ საქორწინო მოსაწვევები ჯერ კიდევ მის უჯრაში ინახება.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, ჩინეთში, კორონავირუსით დაღუპულია 2,200-ზე მეტი ადამიანი, ხოლო 75 000 – ზე მეტი ინფიცირებულია.