LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭორვილაში სპეციალურ აეროპორტს გავხსნით, ჭორვილა-მოსკოვის რეისით ჩაბარდეს პატრონს – სააკაშვილი

122
FORTUNA.GE (17)

“საქართველოს აღარ დატოვებს რამდენიმე მილიონი ადამიანი, როგორც ეს უნდა ივანიშვილს. საქართველოს დატოვებს ერთი ადამიანი და ეს იქნება ბიძინა ივანიშვილი” – ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტს ეკუთვნის. ივანიშვილთან დაკავშირებული გეგმები სააკაშვილმა  საჩხერეში, „ენმ – ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი კაპანაძის წარდგენისას, ვიდეოჩართვისას გააჟღერა.

ვიდეოჩართვისას სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, მათ საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს.

„ღმერთმა არ ქნას, ესენი არჩევნებზე გაგვიძვრნენ. მათ უკვე გვითხრეს, რომ ჩვენი გზა არის საქართველოს დატოვება და საქართველოდან უცხოეთში გადახვეწა. მინდა ვთქვა, არჩევნების შემდეგ საქართველოს რამდენიმე მილიონი ადამიანი აღარ დატოვებს, როგორც ეს ივანიშვილს სურს. საქართველოს დატოვებს ერთი ადამიანი, სპეციალურად გავხსნით ჭორვილაში ერთდღიან საერთაშორისო აეროპორტს და რეისი ჭორვილა-მოსკოვით ცალი მიმართულებით ჩაბარდეს თავის პატრონს „გაზპრომში“, დაანებოს თავი საქართველოს და მის მოქალაქეებს. ჩემო ძვირფასებო, თქვენ ნახეთ, რომ საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობა მხარს გვიჭერს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ თანამდებობისთვის არ იბრძვის.

და დასძინა, რომ საბოლოო გამარჯვებამდე მხოლოდ 11 დღე გვაშორებს.

„ვერანაირი მეჯღანუაშვილი და მაჭრუკანა ვეღარ დაგამცირებთ და ვეღარ ჩაგყრით უბედურ მდგომარეობაში. მინდა გითხრათ, რომ 11 დღე გვაშორებს საქართველოს გადარჩენას. კარგად ვაცნობიერებ ამ პასუხისმგებლობას. თუ ჩვენ საქართველო ახლა ვერ გადავარჩინეთ, მერე, როგორც ქვეყანა გაქრება. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააცნობიეროს ეს პასუხისმგებლობა. ბევრი ერი გამქრალა თანამედროვე ეპოქაში, საქართველო ახლა არის გაქრობის საფრთხის წინაშე, მაგრამ ასევე ვიცი, რომ საქართველო გამოღვიძებულია ისე, როგორც არასდროს. არავინ იბრძვის თანამდებობისთვის. საერთოდ არ მაღელვებს არც ერთი კაბინეტი, ევროპის ყველაზე დიდი ქვეყნის პრემიერ-მონისტრობაზე ვთქვი უარი, როცა ეს უკრაინის პრეზიდენტმა შემომთავაზა, მაგრამ ჩემს სამშობლოს – საქართველოს ვერასდროს ვუღალატებ და ჩემს ქართველობაზე, რომლითაც ძალიან ვამაყობ, ვერასდროს ვიტყვი უარს“, – აცხადებს სააკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g