LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩუღურეთის რაიონში მარათონი „ჩემი გაზაფხული“ გაიმართა

176

ჩუღურეთის რაიონში ტრადიციული მარათონი – „ჩემი გაზაფხული“ გაიმართა. მარათონი რაიონის გამგებლის, ზურაბ ჩიკვილაძის ინიციატივით, უკვე მეოთხე წელია ტარდება.

ღონისძიებაში ჩუღურეთის რაიონის 14 სკოლის 140 მოსწავლე მონაწილებდა. შეჯიბრმა სტარტი დავით აღმაშენებლის გამზირის N82-დან აიღო და განახლებულ აღმაშენებელზე დასრულდა.

მარათონის დაწყებამდე გარბენში შეჯიბრი მოეწყო, რომელშიც ჩუღურეთის რაიონის სკოლის მოსწავლეებმა და გამგეობის თანამშრომლებმაც მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება განახლებულ აღმაშენებელზე მოწყობილ სცენაზე გამარჯვებულთა დაჯილდოებით, ფლეშმობითა და ფოიერვერკით დასრულდა.

გამგებელმა მარათონის მონაწილეებს გაზაფხულის დადგომა მიულოცა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისკენ მოუწოდა.

„მარათონი „ჩემი გაზაფხული“ ჩუღურეთში უკვე ტრადიციად იქცა. მომავალი თაობისთვის ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. ჩვენ უკვე მეოთხედ ვხვდებით გაზაფხულს ამ ფორმით და გვინდა, ახალგაზრდებს, თანამოქალაქეებს, უბნელებს მაგალითი მივცეთ, უფრო მეტად დაინტერესდნენ ცხოვრების ჯანსაღი წესით, მუდმივად იყვნენ ფორმაში და განწყობა აიმაღლონ“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები